„უპასუხისმგებლო „ყაზტრანგზს“ ვეკითხები, თქვენ უმკურნალებთ ჩემ შვილებს?!“ – მოქალაქეების პროტესტი

  •  

კომპანია „ყაზტრანგაზის“ მხრიდან ბუნებრივი აირის გათიშვის პრობლემით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. დაზარალებულები კომპანიის დასჯას და პასუხს ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13 დეკემბერს კომპანიამ ბუნებრივი აირი მთელი დღით გაუთიშა და ამით მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„მობილურზე შეყტობინება მოვიდა, რომ გარკვეული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი გაითიშებოდა და საღამოს 18:00 საათზე ჩაირთვებოდა. ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან მოვიყვანე და მთელი დღეა ვართ გაყინულ სახლში, ვერს საჭმელი ვაჭამე, ვერც დავბანე და ვერც გავათბე. ამ ზამთარში და სიცივეში შეიძლება მთელი დღე გაზი არ იყოს? 6 საათზე ჩაირთვებაო, მაგრამ გაზი 22:00 საათზეც არ ჩაურთავთ. გამეყინა ბავშვები. უპასუხისმგებლო და თავხედი კომპანია, რომელსაც საკუთარი შემოსვლის იქით მოსახლეობის ინტერესები არც აინტერესებს“ – აცხადება ერთ-ერთი მოქალაქე.

„ამ მართლა უპატრონო ქვეყანაში შეიძლება ვინმემ თავისი საქციელისთვის პასუხი აგოს? მთელი დღეა, გაზი გათიშულია და პასუხსაც არ გვეუბნებიან, როდის ჩართავენ, რეკავ ცხელ ხაზზე და ელოდები უაზროდ. ღამის 10 საათია და ბუნებრივი აირი ისევ არ არის. ამ კომპანიას პასუხი არ მოეთხოვება, ზამთარში შეიძლება მთელი დღე გაზი გათიშული იყოს? ბოდიში შველის ამ ამბავს, ამ ვირუსების და სიცივის პერიოდში? უპასუხისმგებლო „ყაზტრანგზს“ ვეკითხები, თქვენ უკურნალებთ ჩემს შვილებს?!“ – კითხულობს კიდევ ერთი მოქალაქე.

 

მსგავსი თემები