„ომიკრონი“ დაასრულებს თუ არა პანდემიას, ჯერ კიდევ საეჭვოა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ექსპერტების მხრიდანაც გამოითქვა ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა, ეს საკითხი დღეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კერძოდ, ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ვერც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრში ამბობენ, რომ ეს შტამი დასასრულია.

როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩი აცხადებს, ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი პანდემიას დაასრულებს.

„იმედი მაქვს, ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ  მოხდება, თუ არ გამოჩნდება ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც არსებული ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს. ერთ-ერთი წინააღმდეგობა კი პირბადეების გამოყენება და ვაქცინაციის ხელშეწყობა,“ – აცხადებს ენტონი ფაუჩი.

 

მსგავსი თემები