მარნეულის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თემურ აბაზოვი თავისუფალია. სასამართლომ პატიმრობაში მყოფილი ყოფილი მერი 10 000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაცია აბაზოვის გათავისუფლების შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ მისმა ადვოკატებმა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოს ყოფილი მერის პატიმრობაში დატოვების არანაირი რეალური საფუძველი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ აბაზოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც რაც სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. აბაზოვის „შარდის საქმე“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მან პატიმრობაში 6 თვე გაატარა.

მსგავსი თემები