უკრაინის პრეზიდენტი ამ ეტაპზე თავისუფალია, გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ

პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავების მოლოდინშია. უკრაინის სასამართლომ მის საქმეზე გუშინ დიდხანს იმსჯელა, თუმცა, გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა.

ქვეყნის  მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე უკრაინის სასამართლო გადაწყვეტილებას 19 იანვარს გამოაცხადებს. მის წინააღმდეგ აღძრული სს საქმე ეხება  ქვეყნიდან ქვანახშირის არალეგალურად გატანას. უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.

 

მსგავსი თემები