პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების პრაქტიკა შესაძლოა შეიცვალოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს, ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტზე ასჯერ მეტად “მოწყალე” არ უნდა იყოს, რაც სერიოზული ხარვეზია და გადახედვას საჭიროებს.

მისივე თქმით, პატიმართა შეყალების პრაქტიკას ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან.  

“პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი  დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები