თბილისი ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას – ნინო ხაჩიძე

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე სასმელი წყლის მილის დაზიანების ფაქტს, რა დროსაც წყალმა მიწიდან დიდი წნევით ამოხეთქა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ეხმიანება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინათ დასრულდა, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები.

ნინო ხაჩიძის აზრით, თბილისი არა მხოლოდ სასმელი წყლის, ფეკალიების ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას, რადგან მოძველებულია ქალაქის საკანალიზაციო გაყვანილობა და რა დროს აღმოჩნდება ქალაქი კრიზისის წინაშე, არავინ იცის.

მისივე თქმით, ამ პრობლემაზე არაფერია ნათქვამი თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში, რომელსაც დედაქალაქის საკრებულო სავარაუდოდ 2019 წელს დაამტკიცებს.

“2019 წლის პირველ იანვარს, გენგეგმის პროექტს ამტკიცებთ (“სითი ინსტიტუტის” მომზადებულს) და რას ამტკიცებთ, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ?! იმიტომ რომ, როდესაც დაამტკიცებთ, უკვე “სითი ინსტიტუტი” კი არა, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ უპასუხისმგებლო გენგეგმაზე. ერთი წელია, ვწერ გაუთავებლად, რომ თბილისის გენგეგმის პროექტში საერთოდ არაფერია ნათქვამი მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რომ ეს ქალაქი ზის ფეკალიებზე (ისევე, როგორც სხვა ზოგიერთი ქალაქი, მაგალითად ვულკანზე), ჰოდა, თუკი ისინი ლავის ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგანან, თბილისელები და მისი სტუმრები – ფეკალიების ამოფრქვევას უნდა უფრთხოდნენ. ეს წყალია, მაგრამ თქვენ ხომ იცით – რომ საკანალიზაციო ჭების ამოფრქვევის საფრთხეც არსებობს”, – წერს ნინო ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები