პარლამენტმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა – დეპუტატები სხდომაზე არ მივიდნენ

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის კენჭისყრა ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დეპუტატები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ და კვორუმისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ შეგროვდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, კენჭისყრა ხვალისთვის გადაეტანა. დეპუტატების მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა და სხდომებზე არდასწრებას უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა.

დეპუტატების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანიც და ამბობს, რომ მისი კოლეგები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში მათი ყოფნა საჭიროა.

„რადგანაც კვორუმი არ შეგროვდა, იძულებულები გავხდით, საკითხი ხვალისთვის გადაგვეტანა. სამწუხარო და დასანანია, ყველა დეპუტატი საკუთარ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. როცა საჭიროა, ისინი დარბაზში უნდა ბძანდებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება პარლამენტის ახალ რეგლამენტს, ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და ასეთი დეპუტატების მიმართ გაცილებით მკაცრი მიდგომა იქნება”, – აღნიშნა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, პარლამენტს, ქვორუმის არარსებობის გამო სხდომის დაწყება თუ კენჭისყრის გადადება არაერთხელ მოუწია.

მსგავსი თემები