„სტატისტიკური მონაცემის მიხედვით რატომ გაიზარდა 20%-ით პურის ფასი?“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„როდესაც ვისმენთ, რომ ფქვილის იმპორტმა ბაზარზე დადებითი ეფექტი მოგვცა, დადებით ეფექტს ვერც ჩვენ და ვერც მოსახლეობა ვერ ხედავს, რადგან ფქვილის შემოტანის მიუხედავად, პურის ფასი 22%-ით არის გაზრდილი” – განაცხადა “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში.”

მისი თქმით, ფქვილის იმპორტის აგრესიული ზრდა ეკონომიკას და ქვეყანას აზარალებს.

„იმის შემდეგ,  რაც ხორბალზე მცურავი ბაჟის შემოღება მოხდა, აგრესიულად განხორციელდა ფქვილის იმპორტი. შემოსული არის ფქვილის მაღალი რაოდენობა.  ანუ თუ ფქვილი შემოსულია 6000 ტონამდე თვეში შესაბამისად, ეს არის რეცეპტი, რომ ფქვილის ფასი არ გაიზარდოს. მაშინ სტატისტიკური მონაცემის მიხედვით რატომ გაიზარდა 20%-ით პურის ფასი? როდესაც კომენტარებში ვისმენთ, რომ ფქვილის იმპორტმა გარკვეულ წილად სერიოზული დადებითი ეფექტი მოგვცა ბაზარზე, დადებით ეფექტს ჩვენ ვერ ვხედავთ. დადებით ეფეტს ვერც მოსახლეობა ხედავს, რადგან ფქვილის შემოტანის მიუხედავად, რაც არის დაახლოებით 6 000 ტონა თვეში , მიუხედავად ამისა პურის ფასი სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით 22%-ით არის გაზრდილი. ანუ ლოგიკა ასეთია- თუ ფქვილის იმპორტი კარგია, მაშინ პურის ფასი რატომ იზრდება?“ – აღნიშნა სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.“

“ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას” – მალხაზ სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები