“მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დევნილის თვითმკვლელობა გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგია”, – შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ მომხდარი გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგია.

„ნიკოლოზ ყიფშიძის და ექსპერტ მედიკოსთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ამ დრომდე შეზღუდულია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი და არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი. მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო, მიიჩნევს, რომ ეს არის გაბატონებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შედეგი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში და დევნილთა სამინისტროში არის დაბუდებული. სააკაშვილის განცხადებით, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო განსახლების პროგრამა, რომელიც ამჟამად არის შეწყვეტილი”, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნას, ადვოკატის განცხადებით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე სამართლიანობას ვერ იპოვიან, ამ შემთხვევაში მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, სადაც უმაღლესი სამართლიანობის ხარისხის იმედი აქვთ.

მსგავსი თემები