“ჩვენი მთავარი ამოცანა მედიკამენტების ფასების მონიტორინგია”, – ირაკლი ღარიბაშვილი

“კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას”, – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს.

„რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ – ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი N1 მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები