“მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს”, – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.  მისი თქმით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, მთავრობა დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს.
პრემიერის თქმით, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.
„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები