ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1001-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 872, აჭარაში – 611, იმერეთში – 856.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 122, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 45, იმერეთში – 26.

2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 – თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

მსგავსი თემები