ყაზახეთში არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ყველა მათგანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს.

ყაზახეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 19 სამართალდამცავი გახლდათ. ამ დრომდე პროკურატურა დაახლოებით 550 საქმეს იძიებს, საავადმყოფოში 2600 ადამიანი მკურნალობს, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. 19 იანვრამდე ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი თემები