უკრაინა კიბერთავდასხმაში ბრალს ბელორუსის დაზვერვას სდებს

უკრაინის წარმომადგენლები კიბერთავდასხმაში ბელორუსის დაზვერვას სდებს ბრალს. უკრაინელთა თქმით, ბელარუსიამ ისეთივე მავნე პროგრამა  გამოიყენა, როგორიც რუსულმა დაზვერვამ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიოკის თქმით, თავდასხმაში კიბერჯაშუშობის ჯგუფი მონაწილეობდა, რომელიც ბელორუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან არის კავშირში. ეს ყველაფერი კი სხვა დესტრუქციული ქმედებების გადასაფარად მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არც ბელორუსის პრეზიდენტს და არც რუსეთის საგარეო სამინისტროს გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

მსგავსი თემები