მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა

პლატფორმა worldometers-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა 326 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ კორონავირუსმა 5.5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

განკურნებულთა რაოდენობა 266 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 66 მილიონი. მეორეზე ინდოეთია – 37.1 მილიონით.

მსგავსი თემები