„მეორე ტური რომ შესაძლებელი გახდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია“ – ინტერვიუ საერთაშორისო დამკვირვებელთან

ქსკლუზიური ინტერვიუ

„რადგანაც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება გაჩნდა, ეს უკვე  დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია.  თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს გადავხედავთ, მსგავს პროცესებს ვერც კი წარმოიდგენთ…საქართველოს მაგალითზე შესაძლებელი ხდება პოსტ საბჭოთა სივრცის ერთგვარი პროგნოზირება, რაც მომავლის გარკვეულწილად მოდელირების შესაძლებლობას იძლევა. ქალბატონი სალომეს შემთხვევა მაგალითია,  რომ წინა თაობის ემიგრანტებიც კი ბრუნდებიან საქართველოში“ –  აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანგელა მერკერის „ქრისტიანულ დემოკრატიული“ პარტიის  (ფრაიბურგის) თავმჯდომარის მოადგილემ, ევროკავშირის ექსპერტმა და კონფლიქტოლოგმა,  ელიკო   წიკლაური-ლამიხმა, „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ელიკო წიკლაური-ლამიხი: „მინდა ქალბატონ სალომეს და ქართველ ხალხს მივულოცო ეს წარმატება. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოში  პირველი ქალი პრეზიდენტი ამიერკავკასიაში. გახსოვთ, რომ ეს ამერიკაშიც კი ვერ მოხერხდა.  საქართველო პატარა ქვეყანაა ტერიტორიულადაც და რაოდენობრივადაც, მაგრამ, საქართველოში ხდება მთელი რიგი პროცესები, რომელიც სიმბოლური და სანიმუშოა მთელი პოსტ საბჭოური ქვეყნებისათვის.

ყოფილი  საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ქალების როლი მეტნაკლებად აქტუალურია.  პრეზიდენტი ქალი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არსებობს. მხოლოდ  საქართველოს ჰყავდა ქალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გერმანიაში  ქალბატონი იუტა ლიმბახი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  ქალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  კი  არასდროს ყოფილა. ვიმედოვნებ რომ  ქალი პრეზიდენტი,  საქართველოსათვის  წინ გადადგმული ნაბიჯია.  მიმაჩნია, რომ თავად  ამ მოვლენას დადებითი გავლენა ექნება საზოგადოებისათვის მენტალური ნიშნითაც.

„მედიაცენტრი მთავარი:“ წლებია, საქართველოს არა მხოლოდ საარჩევნო კუთხით, არამედ, უფრო ფართო მასშტაბით აკვირდებით. იგივე, დემოკრატიის კუთხით, ეკონომიკის კუთხით. როგორია თქვენი დაკვირვების შედეგი?

ელიკო წიკლაური-ლამიხი:  დიახ, ჩვენ ვატარებდით  როგორც საარჩევნო, ისე ალტერნატიულ,  უფრო ფართო მასშტაბის დაკვირვებას არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ქვეყანაში მიმდინარე მთელ რიგ სხვა პროცესებზე.  ვგულისხმობ, როგორც სოციალ-ეკონომიურ, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის საკითხებს, რაც სამსახურებრივად მევალება.  ამ პროცესების შესწავლაზე თითქმის 20 წელზე მეტია  ვმუშაობ. თითქმის 30 წელია, უცხოეთში ვცხოვრობ და როგორც იურისტი, კრიმინოლოგი და სოციოლოგი, ვმუშაობ მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის  მაქს-პლანკის ინსტიტუტში და ვკურირებ პოსტსაბჭოური რეგიონის ქვეყნებს განვითარების  შესწავლასა და აქ მიმდინარე სამართლის რეფორმებს.

ვარ გერმანიის „ქრისტიანულ-დემოკრატიული“ (მერკელის, ქალაქ ფრაიბურგის) პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. წლების განმავლობაში გახლდით ამ პარტიის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელად და მოგვიანებით კი მოადგილედ არჩეული.

გარდა ამისა, 20 წელზე მეტია,  ჩართული  ვარ როგორც გერმანიის, ასევე მსოფლიო ქალთა მოძრაობაში. აქ დაკავებული ვარ  ისეთი თემებით  როგორიცაა  „ქალების მიმართ ძალადობა“, „ქალი, როგორც ომის პირველი მსხვერპლი“,  „ქალი და რელიგია“, ამჟამად ვმუშაობთ თემაზე – ქალი პოლიტიკა და ხელისუფლება.

რამდენიმე გერმანელ და უცხოელ იურისტ კოლეგასთან ერთად,10 წლის წინ,  დავაარსეთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტი ქალები საზღვრებს გარეშე“. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 31 ქვეყნის იურისტი ქალი    (CEDAW) და გაეროს კონვენციის საფუძველძე, ვეხმარებით ქალთა ორგანიზაციებს. კერძოდ, რომ ყველა ქვეყნიდან მოხდეს ქალთა იმ რეალური  მდგომარეობის და მათი გენდერული თუ სხვა ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების სრული აღწერა მმართველ ხელისუფლების  კონტროლის გარეშე. ასევე,  გაეროს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოები სრულ ინფორმაციას ფლობდნენ, რომელიც თავის მხრივ ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას, მოახდინოს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ დეკლარაციებისა და სხვა საერთაშორისო  აქტების იმპლემენტაცია და აღსრულება. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  შესაძლებელია,  ძალადობის მსხვერპლ ქალს, გარკვეული კონსტალაციისპირობებში, თავშესაფარზე ნებართვა მიენიჭოს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ,  თქვენი შეფასებით,  ჩატარდა თუ არა საქართველოში დემოკრატიული არჩევნები?

ელიკო წიკლაური-ლამიხი: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მერე გაირკვა რომ,  მეორე ტური გაიმართებოდა ქალბატონსა და მამაკაცს შორის.  გარდა ამისა, ჩემი, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნების პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის მკვლევარი იურისტისთვის,  გამოიკვეთა რამოდენიმე ძალიან საინტერესო ასპექტი.

როგორც ქართული საინფორმაციო წყაროებიდან ირკვეოდა, პირველი ტურისას  კანდიდატი ქალის, კერძოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ,  შეურაცხყოფისა და მის მიმართ  გამოვლენილი დისკრიმინაციული  ელემენტებს ჰქონდა ადგილი, ეს  ხდებოდა მაშინ, როცა 25 ნოემბერს, ცივილიზებული  მსოფლიო აღნიშნავდა    ქალების წინააღმდეგ ძალადობისა აგრესიის დაგმობის დღეს.

ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და მათი შესწავლა  ჩემთვის ძალიან საინტერესო  კვლელვის ობიექტია.  დაკვირვების მეორე  მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ  ამ ორთაბრძოლის  ორივე კანდიდატი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები არიან და ორივე რამოდენიმე  ხნის წინ  ფლობდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

ასეთი კონსტალაცია პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯერ არ ყოფილა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მსგავსი პროცესების შესწავლისა და დაკვირვებისათვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მაგალითზე შესაძლებელი ხდება პოსტ საბჭოთა სივრცის ერთგვარი პროგნოზირება, რაც მომავლის გარკვეულწილად მოდელირების შესაძლებლობას იძლევა. ქალბატონი სალომეს შემთხვევა მაგალითია,  რომ წინა თაობის ემიგრანტებიც კი ბრუნდებიან საქართველოში.

საქართველოში ორასზე მეტი დიდი და პატარა საერთაშორისო  ორგანიზაციების  32 ქვეყნიდან დამკვირვებელი იყო ჩამოსული  და  მსოფლიოს 39 ქვეყანაში მიმდინარეობდა არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული რიცხვი  ალბათ ჯერ არ გვაქვს, მიუხედავად დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვებისათვის საკმარისი  50 პროცენტიანი მიჯნისა. ჯერ კიდევ დრო უნდა იმ საჩივრების განხილვას, რომლითაც ოპოზიციას  კანონიერი  და დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს,   საარჩევნო კამპანია, როგორც წესი წყდება, არჩევნების დაწყებიდან  მინიმუმ ერთი დღით ადრე, რითაც ამომრჩეველს საშუალება ეძლევა მშვიდად გააანალიზოს ვის და რატომ აძლევს ხმას. ანუ  ვის ანდობს თავისი უფლებებს ანუ მათი და მათი შვილების მომავალს. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთაგან ყველა არღვევდა ამ აკრძალვას.  ასევე აბსოლუტურად მიუღებელია შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენით მიმართვის ის ფორმები,  რომელთაც ტრადიციულად მიმართავენ  ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  მოთხოვნა და მისი ჩატარება ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია პოსტსაბჭოურ სივრცეში. ის, რომ  მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა, ეს უკვე  დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურზე მეტყველებს.  თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს გადავხედავთ, მსგავს პროცესებს ვერც კი წარმოიდგენთ. იგივე,  ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც ამ პროცესებს  ხშირად ვაკვირდები. საქართველოში  არჩევნების მეორე ტური მეტყველებს,  რომ მოსახლეობის მოთხოვნა და პრეტენზია დემოკრატიულ წყობასთან დაკავშირებით  იზრდება.

საქართველო გეოგრაფიულად დედამიწის იმ განედში მდებარეობს სადაც ტრადიციულად არჩევნების  გაყალბების დიდი  და საკმაოდ დახვეწილი ფორმები დაინერგა.  ამავე დროს, მახსოვს ისეთი არჩევნებიც, მაგალითად 2012 წელს,  როდესაც ამომრჩევლები, საარჩევნო უბნებზე ათენებდნენ, რომ  ხელი შეეშალათ  მაშინდელი სახელისუფლებო ძალებისათვის, რომ ამომრჩეველთა ხმების გაყალბება არ მომხდარიყო. ამგვარი ცთუნება ხელისუფალთ მხოლოდ საქართველოში არ უჩნდება. იმედს ვიტოვებ, საქართველოს მოსახლეობა საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს ყოველთვის დაიცავს.

ყოფილი  ხელისუფლების დროს დაფუძნებული შანტაჟის და დაშინების მეთოდები ყოვლად მიუღებელია. საარჩევნო კომისია, დამკვირვებელთა  დიდი ნაწილის აზრით, ითვალისწინებდა შემოსულ შენიშვნებს, თუმცა იყო შემთხვევები, თვით დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  მიმართ უტაქტო მოპყრობისა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ არის საკმარისი რომ ქვეყანაში სრული დემოკრატია სუფევდეს, მოქალაქეთა შრომისა და სოციალური დაცვის უფლება საკონსტიტუციო ჩანაწერით ვერ შემოიფარგლება. ასევე,  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კი იმათთვისაა უფრო მომგებიანი, ვისაც საკუთარი პროდუქცია გააქვს ქვეყნის გარეთ.  ამაზე მეტყველებს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და დავები ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებს  შორისაც. გასაგებია, რომ  ვითარება საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მალე იცვლება  და ისეთი პატარა სახელმწიფოსათვის, როგორც საქართველოა, არც ისე ადვილია ფეხის აწყობა, თუმცა მიუღწეველი არაფერია.  ეკონომიკა და დემოკრატია ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვული პროცესებია და ერთმანეთს განაპირობებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების მესამედზე მეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.   საქართველოს გარდა,  არჩევნები 39 ქვეყანაში  ტარდებოდა და ისე როგორც მრავალ სხვა ქვეყნებში მაგ. იტალია, საბერძნეთი, თურქეთი,  ვისი მოქალაქეების  გარკვეული ნაწილიც, მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ბოლო წლებში,  ამ ქვეყნებში არჩევნების ჩატარებისას, ხშირი იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ არჩევნებში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვების ბედს ემიგრანტების ხმები წყვეტდა.

იმედი მაქვს, პოლიტიკური და ეკონომიური პროცესები საქართველოში მომავალში უფრო გაუმჯობესდება, აღმავლობის გზით წავა და მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება.

საქართველოში ორასზე მეტი დიდი და პატარა საერთაშორისო  ორგანიზაციების  დამკვირვებელი 32 ქვეყნიდან იყო ჩამოსული. პირადად, დამკვირვებლის სტატუსით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს შევუერთდი. როდესაც  გაირკვა რომ საარჩევნო კამპანიას გენდერული ასპექტითაც უნდა შეგვესწავლა. რადგანაც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა, ეს უკვე  დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია. თუ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს გადავხედავთ, მსგავს პროცესებს ვერც კი წარმოიდგენთ. იგივე, გადავხედოთ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც ამ პროცესებს ხშირად ვაკვირდები. საქართველოში  არჩევნების მეორე ტური მეტყველებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა და პრეტენზია დემოკრატიულ წყობასთანდაკავშირებით იზრდება. ის, რომ შესაძლებელი გახდა მეორე ეტაპის მოთხოვნა და მისი ჩატარება ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

 „მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ ყურადღებას ამახვილებთ პირველ ქალ პრეზიდენტზე.  რა  სიმბოლური დატვირთვა აქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის?

ელიკო წიკლაური-ლამიხი:  პირადად ჩემთვის,  როგორც ემიგრანტი ქალისთვის, სალომე ზურაბიშვილს კიდევ რამდენიმე, სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქალბატონი სალომე წინა ემიგრაციის თაობის ქართველი ქალბატონია, რომელიც დაიბადა უცხოეთში, თუმცა,  პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროდ  თავისი სამშობლო აირჩია. მაშინ, როდესაც საქართველოს 1/3, როგორც მინიმუმ, უცხოეთშია,  რომლებიც დაიბადნენ უცხოეთში ან იქ მოუწიათ დიდი ხანი ცხოვრება, ნიმუშია იმისა, რომ ისინი საქართველოსთვის დაკარგულები არ არიან.  ყოველთვის მივმართავ და ვეუბნები ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს, ყველამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და გამოცდილება და დაბრუნდნენ, გაუწიონ სამსახური თავის სამშობლო საქართველოს.

„მედიაცენტრი მთავარი:“  ქალბატონო ელიკო, უნდა გკითხოთ „გაერთიანებული ოპოზიციის“ შეკრებაზე და არჩევნების შედეგების ქუჩის აქციებში გადატანაზე. ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომი, დემოკრატიული პროცესებია თუ არსებობს მიზეზები, რის გამოც ოპოზიცია იძულებული გახდა აქციებისთვის მიემართა?

ელიკო წიკლაური-ლამიხი:  არჩევნების როგორც პირველმა, ისე მეორე ტურმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ საკუთარი პოლიტიკური მესიჯი გააჟღერა. ის, რომ თავისუფალი არჩევანის გამოხატვა შესაძლებელი გახდა, სწორედ ამაზე  მეტყველებს და ჩარევები და აქციები მინიმუმ უხერხულია. რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მოწოდებებს, ეს ჩემთვის კატეგორიულად  მიუღებელია და საშუალო განათლების და საერთოდ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანსაც კი არ ეკადრება.

„მედიაცენტრი მთავარი:“  არჩევნების შემდეგ მსგავსი პროცესები ევროპაშიც მიმდინარეობს, პროტესტი ხომ იქაც იმართება?

ელიკო წიკლაური-ლამიხი:   მსგავს მოვლენებს ადგილი აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, იყო ასეთი მოვლენები ჩეხეთში, პოლონეთში. ლათინურ ამერიკაში კი საკმაოდ ხშირია. მსგავსი მოვლენები მაღალ პოლიტიკურ დონეზე არ მეტყველებს და იგივე ითქმის იმ  პოლიტიკოსებზეც, რომლებიც ასეთი მოწოდებებით გამოირჩევიან.

თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ,  სადაო საკითხების გადაჭრა ცივილურად უნდა მოხდეს. არჩევნებზე დარღვევები ხდება, ზოგჯერ  განზრახ, ზოგჯერ კი გაუფრთხილებლობით, მსგავსი პროცესები გამორიცხული არსად არის.

„მედიაცენტრი მთავარი:“  დღეს ჩვენს ქვეყანაში 2 ძირითადი პოლიტიკური ძალა არსებობს და შესაბამისად, არჩევანიც შეზღუდულია. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი მესამე ძალის შექმნაზე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.  რამდენად  დამაკმაყოფილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის ორი პოლიტიკური ძალის არსებობა, რომელიც  ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენს?

ელიკო წიკლაური-ლამიხი:   საქართველო უკიდურესობების ქვეყანაა.  მახსოვს პერიოდი, როცა საქართველოში იმდენი პოლიტიკური პარტია არსებობდა, რომელიც ხანდახან ასამდეც ადიოდა. ახლა კი ორ პოლუსამდე დავედით. ეს პროცესი ევროპაშიც  ძალიან მოძრავია. დღევანდელი მსოფლიო  დიდი პარტიების დაშლას განიცდის, ასე ხდება მაგალითად,  გერმანიაში. მე ვარ „ქრისტიანულ დემოკრატიული“, მერკელის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე დიდი ხანია,  ქალაქის მმართველობაში უცხოური ემიგრანტების ხაზით ვარ და მათ უფლებებს ვიცავ. გერმანიაში ბოლო პერიოდში ორი ძირითადი პარტია – „სოციალ დემოკრატები“ და „ქრისტიან დემოკრატები“ იყო მათი დაქსაქსვა მოხდა. ეს ძალიან ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. როცა ერთ პარტიაში ერთი აზრი კი არ არსებობს,  არამედ იქმნება ჯგუფები. ეს პოლიტიკური პლურალიზმია და ვერ ვიტყოდი, რომ  პოლიტიკური პლურალიზმი ცუდია.

მსგავსი თემები