„ძალიან სწრაფი გავრცელება იქნება იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აცრილი“ – იმუნოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა „ომიკრონიაცრილებსა და ვირუსგადატანილებასც უტევს, აუცრელები დიდ რისკს წარმოადგენენ. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განსაკუთრებული რისკი ასაკოვნებსა და ქრონიკულად დაავადებულებებშია.

„ნებისმიერი მდგომარეობა, ეს არის ბუნებრივად გადატანალი ვირუსის თუ ორჯერადად ვაქცინირებული, არც ერთ შემთხვევაში, ახალი ვარიანტისგან სრული დაცვა ვერ ექნება. ახალი ვარიანტი – „ომიკრონი“ გაურბის ჩვენს იმუნურ დაცვას, რითაც არ უნდა იყოს ეს დაცვა გამომუშავებული. ვერ იქნება დაცული ვერც ის, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი და ჩატარებული აქვს სრული ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელება იქნება იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ეს განსაკუთრებული სახიფათოა მაღალ ასაკში და ქრონიკულად დაავადებულებში“ – განუცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები