გორთან გზის სავალი ნაწილიდან რამდენიმე ავტომანქანა გადავარდა, არიან დაშავებულები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გზებზე ავტომანქანების გადაადგილება გართულებულია. გორთან რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. რამდენიმე ავტომანქანა მოცურდა და გზიდან გადავარდა.

ერთ-ერთი შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულია 4 არასრულწლოვანი.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.

მსგავსი თემები