წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამ გზაზე გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებს დღის განმავლობაში უცვლელად შეეძლებათ მოძრაობა, ხოლო  23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.

ეს შეზღუდვები 17 იანვრიდან დაიწყება და 1 თვის განმავლობაში დასრულდება.

მსგავსი თემები