გამოცდის მიმდინარეობისას იაპონიაში აბიტურიენტმა სამი ადამიანი დაჭრა

ტოკიოს უნივერსიტეტში გასაოცარი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი პრესტიჟულ უნივერსიტეტში, 17 წლის ბიჭი რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა.

ტელეარხი NHK-ის ინფორმაციით ახალგაზრდა თავდამსხმელი გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა უნივერსიტეტში. მასთან ერთად 3 700 ადამიანი იმყოფებოდა შენობაში. ეს სკანდალი გამოცდის მიმდინარეობისას მოხდა.

გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტმა დანა ამოიღო და ადამიანებს დაესხა თავს: დაჭრილები არიან 70 წლის კაცი და ორი აბიტურიენტი. 17 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. იაპონიის პოლიციამ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები