გიორგი გამსახურდია მისი ძმისა და რძლის მძიმე ყოველდღიურობაზე საუბრობს

“ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა, რის გავ­ლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს”, – პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე. ის აღნიშნავს, რომ მძიმე სიტუაცია ყოველდღიურად მეორდებოდა.

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე აქ­ცი­ის გა­მარ­თვა სცა­დეს წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან, სა­დაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სამ­კურ­ნა­ლო-აღ­დგე­ნით კურსს გა­დის.

“ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა,რის გავ­ლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავად­მყო­ფუ­რი ბრბოს მხრი­დან. ასე­ვე უდი­დე­სი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა მათი გი­ნე­ბით და უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლებს”, – წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარი სახლის წინ დაჭრეს. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან 2 წელი გა­ვი­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას.

მსგავსი თემები