მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 005-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  50 595-ია,  საიდანაც:  4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 838, აჭარაში – 603, იმერეთში – 811.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.
2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 – თბილისში, 557- აჭარაში.

44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 2.  სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები