პრეზიდენტის ინაუგირაციისთვის კახეთში მოსახლეობას თბილისიდანაც ჩაიყვანენ

პრეზიდენტის ინაუგირაციის ადგილი კვლავ უცნობია. დასახელებულ ერთ ლოკაციას – თელავს წინანალიც დაემატა, წინანდალს კი თბილისი. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისია ღონისძიებების სწორედ აღნიშნულ ლოკაციებზე განიხილავს.

რაც შეეხება ინაუგურაციისთვის თბილისის დატვირთვას, საუბარია მთაწმინდის პანთეონისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. ბოლო ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიება, კერძოდ კი პრეზიდენტის ფიცი 15:00 საათზე გაიხსნება. კომისია თბილისიდან კახეთში მოსახლეობის ტრანსპორტირების საკითხსაც განიხილავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრები სტუმრების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო დააზუსტებს.

„განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კონტურები იკვეთება. სტუმრების შესახებ არ გვექნება ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ გვექნება ინფორმაცია… ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. სანამ არ გვეცოდინება სტუმრების რაოდენობა, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩამობრძანდებიან და დაესწრებიან ღონისძიებას, ბიუჯეტზე საუბარი შეუძლებელია. კონკრეტულად ყველას სურვილია, რო ინაუგურაციაზე მცირე ბიუჯეტი დაიხარჯოს“ – აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები