ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდის” სამკურნალოდ ახალი მედიკამენტების გამოყენების ნებართვა გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა. კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდირებულია აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, „ელი ლილის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი, „ბარიციტინიბი“, რომელიც „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება.

აღნიშნული მედიკამენტი აგრეთვე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. დამტკიცდა, რომ ის გააუმჯობესებს აციენტების გადარჩენის შანსებს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე.

მეორე მედიკამენტი „სოტროვიმაბი” გახლავთ, რომელიც განკუთვნილი იქნება იმ პაციენტთათვის, რომლებთაც „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკების ქვეშ არიან.

მსგავსი თემები