ვირუსით 5 567 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 60 753 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.16 %.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  984 802-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.84%.

მსგავსი თემები