ღამის კლუბების გახსნის საკითხი ისევ დახურულია

ღამის კლუბების ხელმძღვანელები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, მისცემენ თუ არა გახსნის და მუშაობის შესაძლებლობას. საკოორდინაციო საბჭოში კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, რისკი მაღალია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე მხოლოდ  ახალი წლის პერიოდში წავიდნენ.

“საკოორდინაციო საბჭოზე არაერთგზის იყო განხილული ღამის კლუბებს საკითხი. გარკვეული კომპრომისი იყო დაშვებული საახალწლო პერიოდში. შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით რა შედეგები გამოიღო ეპიდემიოლოგიურად აი ამ დაშვებამ, ველოდებით შედეგებს და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”-აცხადებთს ნათია თურნავა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ დახურულ სივრცეში ამდენი ადამიანის თავშეყრა პანდემიის რისკებს უფრო ზრდის.

 

მსგავსი თემები