აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი ინგრევა

  •  

სამტრედიის მუნიციპალიტეტში,  გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდენარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის,  აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

ვითარების ამსახველ ფოტოებსა და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს

“მუზეუმი სიტყვით ჰქვია,  დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა.
ამაზე 2 წლის წინათ დავწერე. ფოტოები რომ შევადარე, აღმოვაჩინე, რომ მუზეუმი კიდევ უფრო გაუბედურებულა. ერთი პატარა ქოხია. რა უნდა ამის გაკეთებას? აკაკი შანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული, მშობლიური ენა ძლიერად ყოფილიყო. ამიტომ არის დასაფასებელი.
ვინმე აფასებს? თუმცა, რა მიკვირს? საკუთარ ენას არ ვუფრთხილდებით და ენათმევნიერს დავაფასებთ?”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

მსგავსი თემები