სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის გავრცელებული განცხადების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებს ხელი მოაწერა.

განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტის დაჩქარებული წესით, ყოველგვარი დისკუსიისა და კონსულტაციების გარეშე მიღება.

გავრცველებულ წერილში ზურაბიშვილი ასევე საუბრობს, თუ რატომ უჭერს მხარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლების კანონპროექტს.

“მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები