“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც საქართველო განავითარა”-გიორგი სააკაშვილი

“ებრძვიან ადამიანს, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში ლომის წვლილი მიუძღვის”, – აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია. ეს გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა, როდესაც გაიმართა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი.  მათ სურდათ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ძმის თქმით,  ებრძვიან ადამიანს, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი აზრით, სირცხვილია, რომ მიხეილი ამგვარი მიზეზებისა და ბრალდებების მსხვერპლია. ის დარწმუნებულია, რომ მიხეილს თავისუფალს აუცილებლად იხილავს.

მსგავსი თემები