პოლიციამ აჭარასა და გურიაში იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

“ჩატარდა  ოპერატიული და საგამოძიებო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი იქნა დაკავებული. ამოღებულია სამი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სამი მჭიდი და 1 ვაზნა”, – წერია განცხადებაში.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. დაკავებულს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა  ემუქრება. ბრალდებულს პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზა ამოუღეს ჩხრეკისას.

მსგავსი თემები