მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ ლორდთა პალატა იმსჯელებს

ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებს. გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის დისკუსიის ინიციატორი ლორდი ჰარისი გახლავთ.

“დღეს გავიგებთ, თუ რა პოზიცია აქვს მისი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სა­კი­თხი, ხოლო მი­სი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ გა­მო­ხა­ტა ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან 11 ნო­ემ­ბერს. მოხარულნი ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაასრულა”, – წერია ვებგვერდის განცხადებაში.

ლორდთა პალატა ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმიწევნით პატივისცემის გამოჩენა. ისინი მომავალშიც გააგრძელებენ მიხეილის პატიმრობის გარშემო არსებული ვითარების მონიტორინგს.

მსგავსი თემები