როგორ ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი იან სტოლტენბერგის განცხადებას?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა.  პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

“მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის მიერ. ამ რთულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ დრო­ში ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია და­ეყ­რდნოს თა­ვის პარტნი­ო­რებს, რომ ისი­ნი გა­ნაგ­რძო­ბენ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას”, – და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა საკუთარი ჯარების გაყვანისაკენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან. მისი თქმით ნატო არანაირ დათმობაზე არ წავა და არ დაუშვებს აღნიშნული ქვეყნების უფლებების დარღვევას.

 

მსგავსი თემები