„კორონავირუსი“ გრიპის ვირუსს ძალიან დაემსგავსა და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია“ – აცხადებს პედიატრი თამარ ობგაიძე „მედიაცნეტრ მთავართან“ და აცრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საკმაოდ მოიმატა გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ. კონკრეტულად კი „ა“ ჯგუფის ვირუსმა, რომელიც სიმპტომებით „ომიკრონს“ ძალიან ჰგავს. გახშირდა რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც. სულ სამასამდე ვირუსს შეუძლია „ომიკრონის“ მსგავსი ინფექციის გამოწვევა, ამიტომაც აღნიშნული შტამი ადვილად ინიღბება. აგრეთვე, დაავადებული აღარ კარგავს ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარს“, – აღნიშნა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავართან.“
ობგაიძის თქმით, გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა, განსაკუთრებით კი ბავშვებში.