“კვირაში 50 000-მდე ადამიანი იღუპება, “ომიკრონი” საშიშად რჩება” – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ომიკრონის“ საშიშროებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ის ისევ საშიშ ვირუსად რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული“ – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

მისივე შეფასებით, კვირაში 50 000-მდე ადამიანი იღუპება, რაც საკმაოდ ბევრია.

თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული… მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას“ – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

 

მსგავსი თემები