“ომიკრონთან სინოფარმისა და სინოვაკის ეფექტურობა უკიდურესად დაბალია” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” ომიკრონის“ შტამთან ვაქცინების ეფექტურობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა უკიდურესად დაბალია და საჭიროა „ბუსტერ“ დოზით აცრა.

“სამწუხაროდ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა უკიდურესად დაბალია. „ფაიზერის“ და „მოდერნას“ შემთხვევაშიც არ არის მაღალი, თუმცა „ბუსტერ“ დოზის შემდეგ ეფექტურობა 70%-ზე მეტია. ასევე დაცულები არიან ისინი, ვისაც აქვს კოვიდი გადატანილი და არის ვაქცინირებული,” – აღნიშნა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ძალიან მოიშალა სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვის სისტემა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საშიშია ზამთრის კურორტები, სადაც კონტროლი და რეგულაციები მოშლილია.

მსგავსი თემები