“როგორც კი პროტესტს სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდგება, მუხტი მაშინვე იკარგება” – დავით ჭიჭინაძე 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, 5-კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს,  ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი ცივილიზებულ სამყაროში ყოველთვის არსებობს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მარტო გაერთიანებული ოპოზიციის სურვილი საკმარისი არ არის, ასეთი მოთხოვნა საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური კრიზისი. ეს მოთხოვნილება საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს. ხალხში დღეს, უფრო მეტი პროტესტი არსებობს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც კი ამ პროტესტს სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” ჩაუდგება, მუხტი მაშინვე იკარგება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში არის მისაღები, თუ ხელისუფლება ვერ გაართმევს თავს თავის მოვალეობებს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მთავარში“.

​დეპუტატმა პრეზიდენტისა და მთავრობის მომავალ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად საგარეო ფუნქციებით არის აღჭურვილი, ვიდრე საშინაო, მიმაჩნია, რომ მას კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მთავრობასთან და საერთაშორისო დონის შეხვედრებზე შეთანხმებული პოზიციით გამოვიდეს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები