“სამჯერადად ვაქცინაცია “ომიკრონის” წინააღმდეგ ბევრად ეფექტურია” – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავართან”

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავართან” აღნიშნა, რომ “ომიკრონის” შტამი ვაქცინირებულ ადამიანს ბევრად სწრაფად აინფიცირებს.

“ბრიტანული კვლევის მიხედვით ორჯერადად ვაქცინაცია “ომიკრონის” წინააღმდეგ 33%-ით არის ეფექტური, სამჯერადად აცრა კი ბევრად მეტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, თუმცა “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, “ომიკრონის” გავრცელებას მომზადებულნი შევხვდებით., – აღნიშნა პედიატრმა.

დოქტორის ინფორმაციით, აცრა პოსტკოვიდური პერიოდის სიმძიმესაც ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონის” შტამი მძიმე სიმპტომებით არ გამოირჩევა, ვაქცინაცია ჰოსპიტლების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.

მსგავსი თემები