” ჯანდაცვის პირველადმა რგოლმა საუკეთესოდ უნდა იმუშაოს” – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

პედიატრმა, თამარ ობგაიძემ მედიაცენტრ მთავარში ჰოსპიტალიზაციის გახშირებაზე და საველე ჰოსპიტლების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის პირველადმა რგოლმა უნდა იყოჩაღოს.

“იმის გამო, რომ “ომიკრონის” შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაინფიცირებულთა მაჩვენებელიც სწრაფად იმატებს. შტამი მძიმე სიმპტომებით არ გამოირჩევა, ამიტომაც საჭიროა მსუბუქი სიმძიმის პაციენტების ბინაზე მკურნალობა. თუ პირველადი რგოლი იღოჩაღებს, ჰოსპიტლები არ გადაიტვირთება, თუმცა ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გვევალება, რაც აუცილებლად უნდა შევასრულოთ”,- აღნიშნა პედიატრმა მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები