“რუსეთმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფლებებს პატივი უნდა სცეს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან.

გენერალური მდივნის თქმით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა არავის სიამოვნებს, ამიტომაც, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო არ აპირებს კომპრომისზე წავიდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპთან დაკავშირებით.

“დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ამ ქვეყნების პატივისცემისკენ მოუწოდეს. ნატოს მოკავშირეები მზად ვართ, რუსეთთან დიალოგში ჩართვისთვის, მაგრამ, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებების შელახვისას. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავადვე აირჩიოს საკუთარი გეზი. ამ პრინციპს ის ქვეყნებიც უჭერენ მხარს, რომლებსაც არ აქვთ შეტანილი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი – შვედეთსა და ფინეთს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ რუსეთი წინააღმდეგია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ნატოში შესვლისა და იმუქრება, რომ ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები ვერ გახდებიან.

მსგავსი თემები