ვირუსით 5 595 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 109 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.63 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  973 909-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

მსგავსი თემები