„ნატო რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუ რუსეთი არ აირჩევს ამ გზას“- აშშ

რუსეთის მუქარა ნატოში საქართველოს და უკრაინის არგაწევრიანებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების და მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. თეთრი სახლი რუსეთს აფრთხილებს, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

ამჯერად განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აკეთებს და რუსეთის გასაგონად აცხადებს, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუ ეს პირიქით არ მოხდება.

„ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატოსთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანი მისი წევრების უსაფრთხოება და დაცვაა. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატოს 30-მა მოკავშირემ უნდა მიიღოს, სხვას არავის აქვს ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაში,“ – განმარტავს ვიქტორის ნულანდი.

მსგავსი თემები