„ხელაღებით სკოლების მიკეტვა არ შეიძლება” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” პანდემიის რისკებსა და მოსალოდნელ რთულ ვითარებას ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სკოლების ხელაღებით მიკეტვა გამართლებული არ არის. ინფექციონისტი სკოლების დაკეტვას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიხუროს თუ ეპიდ-ვითარება გამწვავდება.

“სკოლებთან დაკავშირებით ჩვენთან იყო ისეთი მიდგომა, რომ პირველი სკოლებს კეტავდნენ და ყველაზე ბოლოს აღებდნენ. რეალურად, მე ამ მიდგომას არასოდეს ვემხრობოდი. ხელაღებით სკოლების მიკეტვა არ შეიძლება. ახლაც ძალიან ბევრი ფიქრი დაგვჭირდება და თუ ბევრი ორგანიზაციის “ლოქდაუნი” მოგვიწევს, ამ შემთხვევაში  მოგვიწევს სკოლის დაკეტვაც” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, იმედია ახალი რეკომბინაციები და ახალი შტამების წარმოქმნა არ მოხდება. „გრიპს რაც შეეხება შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ ძირითადად იანვრის ბოლოს და თებერვალში გვაქვს ეპიდ-სუტიაციის მკვეთრი გაუარესება“ – გვითხრა მაია ბუწაშვილმა.

მსგავსი თემები