როდიდან იქნება შესაძლებელი კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება?!

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნავირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ორი მე­დი­კა­მენ­ტის – “პაქსლო­ვი­დი­სა“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რისმი­ღე­ბას ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შეძ­ლე­ბენ.

“საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ორ მედიკამენტს, “პაქსლო­ვი­დი­სა“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რს“ მიიღებს. მათი გამოყენება ბინაზე მკურნალობის დროს იქნება შესაძლებელი დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. განიხილება დომინანტური მედიკამენტის “რემ­დე­სი­ვი­რისბი­ნა­ზე მიღებაც, რომელიც ახლა მხოლოდ კლინიკაში გამოიყენება.მისი მიღება დიაგნოზის დადგენიდან სამი დღის განმავლობაში იქნება ნებადართული.”

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ 40 ათა­სი ფლა­კო­ნირემ­დე­სი­ვი­რი” აქვს, რაც 7 ათა­სი პა­ცი­ენ­ტის­თვი­საა საკ­მა­რი­სი. ახალ მედიკამენტებს – “პაქსლო­ვიდს“ და “მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რს“ საქართველო უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში მიიღებს.

მსგავსი თემები