მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მნახველებთან ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში თანაგუნდელმა, ლევან ხაბეიშვილმა მოინახულა. როგორც საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსული ხაბეიშვილი აცხადებს, ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ, საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება, აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორი უნდა იყო საქართველოში მინიმალური ანაზღაურება, ხელფასი სამსახურში 1500 ლარიდან. ასევე, განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას და პენსიონერებს.  500-600 ლარიანი პენსია რომ ჰქონდეს პენსიონერებს. ვისაუბრეთ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე,  როგორ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა“ – განაცხადა ხაბეიშვილმა და ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები