„ომიკრონით“ ინფიცირებულთა 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი – უცხოელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი – უცხოეთის.

შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე დანარჩენები  უცხოელები არიან. საქართველოს მოქალაქეებს შორისაც არის საკმაოდ ბევრი შემოტანილი შემთხვევა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით, მათგან 7 უკვე გაეწერა და 4 რჩება ჯერჯერობით ჰოსპიტლებში, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი შეფასებით, „ომიკრონის“ მსუბუქად მიმდინარეობამ მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.

მსგავსი თემები