საქართველოში „ომიკრონის“ 1000-მდე შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 951 შემთხვევა ლუგარის ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა.

ომიკრონის“ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში დაახლოებით 45%-ის ფარგლებშია. 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში, რაც მთავარია, ის არის საკმაოდ მზარდი მონაცემები. ეპიდსიტუაცია მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა ანუ თანდათან ძლიერდება ახალი შტამის ცირკულაცია. რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად „ლუგარში“ დადასტურებული და აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი, ვისაც ტელეფონით დაუკავშირდნენ ან შეხვდნენ, შესაბამისად ღრმა ეპიდ-კვლევა ჩაატარეს და ვიცით ამ 621 ადამიანის შესახებ მონაცემები. საშუალოდ,  მათი ასაკია 32-33 ანუ ძირითადად ახალგაზრდები არიან, აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, აქედან 5 წლამდე ასაკის იყო -13 და მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი თემები