ვირუსით 5 486 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 486  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 893  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.53 %.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  968 313-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.

მსგავსი თემები