ყაზახეთში არეულობის შედეგად დაკავებულთა რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირება ამ ეტაპზე არ ხდება, თუმცა, დაკავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 10 000-მდე აქტივისტი, რომლებსაც არეულობასა და დაპირისპირებაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა აქვს მიღებული.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 150 ადამიანს გადააჭარბა. ჩაკეტილია სახელმწიფო საზღვარი, მათ შორის მედიისთვისაც კი. ქვეყანაში დაბრუნებას მხოლოდ ადგილობრივები ახერხებენ. ყველგან სამხედროები და პოლიციელები არიან განლაგებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ.

დაკავებულთა დიდ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას უყენებენ. გადამწვარია მაღაზიები, დაწესებულებები და დარბეულია სხვადასხვა ობიექტები.

ქვეყანაშ ამ დრომდე რჩებიან “კოლექტიური უსაფრთხოების“ სამხედრო ძალები. უფრო მეტიც, ყაზახეთში მათი შეყვანა გრძელდება.

 

მსგავსი თემები