რომის პაპი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

აცრის წახალისებაში რომის პაპიც ერთვება. პაპი ფრანცისკე მრევლს მიმართავს და ურჩევს, არასწორ ინფორმაციას ნუ ენდობიან და არჩევანი სიცოცხლის გადარჩენისკენ გააკეთონ.

„მართალია,  აცრები განკურნების ჯადოსნური საშუალება არ არის, თუმცა, ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის. ხშირ შემთხვევებში, უსაფუძვლო ინფორმაცია და დაუდასტურებელი ფაქტები, რეალობას ამახინჯებს და ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ყველას  ეკისრება პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, – ასეთია პაპის მოწოდება.

 

მსგავსი თემები