ქალბატონო სალომე, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ? – ახალარჩეულ პრეზიდენტს

  •  

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ორმაგი მოქალაქეობის უფლებას ითხოვენ.

როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ ისინი გზავნიან  საქართველოში ყველაზე მეტ ფინანსებს, რეკლამას უკეთებენ საქართველოს და ქართულ წარმს რუსეთის ბაზარზე.  

“ქალბატონო სალომე ჩვენ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა რა გავაკეთოთ ,როდის დაგვაფასებთ რუსრთში მცხოვრებ ქართველებს და როდის დავინახავთ თქვენ ყურადღებას.
– თქვენ რომ,საფრანგეთის პატრიოტი იყავით და საფრანგეთის დიპლომატი ,მე მაშინ დავიბადე კახეთში და მაშინ დავრბოდი კახეთის სტადიონებზე ფეხშიშველი და არა თუ დინამო სტადიონის გვერდით …
– როდის მოგვცემთ უფლებას რუსეთის მცხოვრებ ქართველებს რომ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა – ვინც მართლა ქართველია და საქართველოში არის დაბადებული…
– გული მტკივა ,როცა არაბებს და ვიღაცა ათასი ჯიშის ადამიანებს საქართველოს პასპორტები აქვთ და 2 მილიონზე მეტი რუსეთში მცხოვრებ ქართველების უმრავლესობას არ აქვთ .
– ნუთუ ჩვენ საქართველოს ყავს გადასაგდები ქართველები ?!
– ზუსტად ჩვენ ვგზავნით ყველაზე მეტ ფინანსებს საქართველოში , ჩვენ უფრო ვაპიარებთ საქართველოს და ვზიდავთ საქართველოდან ქართულ პროდუქციას რუსეთში.
-დიახაც ჩვენ რუსეთში მცხოვრებ ქართველების დამსახურებააა რომ ,დღეს საქართველოში არ არის 90წ შიმშილობა!”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იტერნეტმომხმარებელი გივი მდივნიშვილი. 

მსგავსი თემები